დავით ქაჯაიამ ”Emotions are Georgia, Georgia.travel,, დაბრენდილი ავტომობილით ავსტრიაში, რბოლაში მიიღო მონაწილეობა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ქართველმა მრბოლელმა ავსტრიაში დაბრენდილი ავტომობილით Emotions are Georgia, Georgia.travel მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს

ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი ფორმულა 1-ის ცნობილმა ავტოდრომმა „რედ-ბულ რინგმა“ უმასპინძლა.
„რედ-ბულ რინგზე“ გასაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დავით ქაჯაიას კვალიფიკაციის შედეგები, სადაც მან მე-4 საუკეთესო დრო აჩვენა მონაწილე 29 მანქანას შორის.

TCR -ის რბოლებს პირდაპირ ეთერში Motorsport-TV და TCR-TV გადასცემს, ჩანაწერს Europort 1 და 2 აჩვენებს. ასევე პირდაპირ ეთერში გადაიცემა ევროპის სხვა სპორტულ არხებზე, ჩემპიონატს მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

რბოლის მიმდინარეობისას TCR TV -ის კომენტატორმა აღნიშნა, რომ დავით ქაჯაია რბოლაზე საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველ ქვეყანას წარმოაჩენს.
რბოლის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს კუთხეს, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ჩურჩხელა, ასევე გაცნობოდნენ ტურისტულ ბროშურებს საქართველოს შესახებ.
რბოლაზე დავით ქაჯაია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად