დავით ფურცხვანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე: სატელიტის ფოტოები ხელთ კი არ ჩამივარდა, ჩემით მოვიპოვე

ანალიტიკური სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ე.წ. სატელიტით გადაღებული ფოტოები, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაავრცელა, მისი მოპოვებულია.

“ფოტოები ხელთ კი არ ჩამივარდა ჩემი მოპოვებულია. შემთხვევით არაფერი არ ხდება. ეს ფოტოები არის იმის დამადასტურებელი რომ მოხდა მკვლელობა და ეს მანქანა მსხვერპლთან ერთად არ იმყოფებოდა იმ პერიოდში იმ ადგილზე.
რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას რომ ეს ყალბია ამას ჭირდება დასაბუთება და პროკურატურა უნდა იყოს მზად როგორმე ოფიციალური გზით მოიპოვოს სატელიტური ფოტოები და დადოს სადაც გამოჩნდება ის მანქანა ნამდვილად იქ თუ იყო.

ეს იყო კონკრეტულო გამოძიების ფარგლებში, რომელსაც ჩემი სტრუქტურა აკეთებს”, – განაცხადა დავით ფურცხვანიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პროკურატურის განცხადებით მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბია

ცნობისთვის, მიხეილ რამიშვილმა 2020 წლის 9 სექტემბერს  “ფორმულას” გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა, სატელიტის კადრებში 19 და 20 ივლისს ტყეში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას და ასევე გამოქვეყნა ფოტოები. (ვიდეო)

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
რამდენიმე დღის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო.

შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩნარების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რა თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მოგვიანებით,  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად