დავით ნარმანიას დანიშვნის დღიდან დღემდე პრემია-დანამატი არ აუღია

თბილისის მერიამ, მოქმედი  და ყოფილი მერის 5 თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისის მერს დავით ნარმანიას 01.08.2014-31.01.2015 წლებში სახელფასო დანამატი და პრემია არ აუღია. მისი 5 თვის სამუშაო ანაზღაურება 18 921 ლარს შეადგენს.

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ხელფასი, დანამატი და პრემია 01.08.2013-.01.2014 წლებში ჯამში 41 473, 50 ლარია. 5 თვის განმავლობაში უგულავას სამუშაო ანაზღაურება 14 888 ლარს შეადგენს. ყოფილმა მერმა 5 თვის განმავლობაში 26 585,5 ლარის დანამატი და პრემია აიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად