დავით ნარმანიამ საქართველოში პირველი ევროპული ფორმატის სამშენებლო ჰიპერმარკეტი გახსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  საქართველოში პირველი ევროპული ფორმატის სამშენებლო ჰიპერმარკეტი „დომინო“  გახსნა. ჰიპერმარკეტი კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 10, 000 000 ამერიკული დოლარია. „დომინო“ 11, 500 მ2-ზეა გაშლილი და მომხმარებელს 40, 000-ზე მეტი  სახეობის პროდუქციას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. 

თბილისის მერის თქმით,  ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი თანამედროვე სამშენებლო მასალა დედაქალაქის განვითარების მომავალია.

„ჩვენ ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ქალაქის თანამედროვე ინტერიერზე და ექსტერიერზე, ქალაქის განვითარებისთვის ასევე აუცილებელია ენერგოდამზოგავი მასალის გამოყენება“- განაცხადა დავით ნარმანიამ.  

მისივე თქმით, სავაჭრო სივრცის გახსნით მეტი ადამიანი დასაქმდება და გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...