დავით ნარმანიამ “საპატიო თბილისელები” დააჯილდოვა

"თბილისობა 2016"-ის ფარგლებში “საპატიო თბილისელების” დაჯილდოების ცერემონია ილიას ბაღში გაიმართა. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და დედაქალაქის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.

“საპატიო თბილისელის” წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ ადამიანებს მიენიჭა.

დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს: მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ, "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა, ექიმი-ქირურგმა ლევან ჭაჭიაშვილმა, თეატრისა და კინოს მსახიობმა თამარ სხირტლაძემ, მოცეკვავემ, "რუსთავის" ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ, მომღერალმა რობერტ გოგოლაშვილმა, მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ, ბიოლოგმა გიორგი კვესიტაძემ, სცენარისტმა, მხატვარმა და მოქანდაკემ რეზო გაბრიაძემ, ექიმმა გელა მუხაშავრიამ, მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა, მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა.

ამავდროულად ქართული კულტურის, ქართული სიმღერის ერთგულებისა და პოპულარიზაციისთვის ანსამბლ "ქართულ ხმებს" კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო "ხელოვნების ქურუმი" გადაეცა.

დედაქალაქის მერმა საპატიო მოქალაქეებს სიგელები გადასცა.

„საპატიო თბილისელის“ დაჯილდოება "თბილისობის" განუყოფელი ნაწილია. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს, თბილისობის პირველ დღესასწაულზე ჩაეყარა. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ხელოვნების, სპორტის და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს ყოველწლიურად ენიჭებათ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად