დავით ნარმანიამ “არქიტექტურული პრემია 2015-ის” გამარჯვებულები დააჯილდოვა

თბილისის მერი დავით ნარმანია „არქიტექტურული პრემია 2015“-ის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ღონისძიების მიზანია საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრებისა და სხვადასხვა მიმართულებით საუკეთესო ინტერიერის გამოვლენა.

დავით ნარმანიამ ჯილდო  პრემიის მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულს  გადასცა. ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„თბილისის მერია დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს ამ კონკურსს, ისევე როგორც სხვა არქიტექტურულ კონკურსებს. რაც  მეტი ჩართულობა იქნება, მეტი პროექტი შეირჩევა და მათ შორის საუკეთესოები გამოვლინდება, მით უფრო ლამაზი და მოწესრიგებული ქალაქი გვექნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

„არქიტექტურული პრემია 2015“-ის  დაჯილდოებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ოთო ნემსაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და არქიტექტურის საერთშორისო ფესტივალის ფარგლებში ტარდება. პრემია ენიჭებათ არქიტექტორებსა და  დიზაინერებს  ქალაქგეგმარებით, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისათვის. ორგანიზატორები  "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციისა" და ჟურნალი " STYLE" არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად