დავით ნარმანია: ცამდე მართლები ვართ და საკრებულოშიც მივალთ

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, აპრილში საკრებულოს წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგომას აპირებს. მისი თქმით, საკრებულოს პატივს სცემს, თუმცა უმცირესობას შოუას მოწყობის შესაძლებლობას არ მისცემდა. 

"მე არ უგულებელვყოფ საკრებულოს. საკრებულოსადმი ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა არაერთხელ გამომიხატავს. მივსულვარ წლიური ანგარიშითაც, ორჯერ რიგგარაშედაც. აპრილის თვეში ვაპირებ, რომ წარვსდგე წლიური ანგარიშით საკრებულოს წინაშე. უბრალოდ უმცირესობას სხვა რამ ამოძრავებს. მათი გეგმები შოუს მოწყობასთან დაკავშირებით ჩაშლილია. რა გზასა და ხერხებს მიმართო უკვე აღარ იციან. თხოვეს ორ საერთაშორისო ორგანიზაციას. მათ ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია და მივაწვდით კიდეც, თუ ვინმეს რამე დააინტერესებს. 

ასე რომ, ცამდე მართლები ვართ და საკრებულოშიც მივალთ",- განაცხადა ნარმანიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...