დავით ნარმანია: თბილისის მერიაში მენეჯმენტთან დაკავშირებით პრობლემები არ არის

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მერიაში საკადრო ცვლილებები მენეჯმენტის პრობლემებს არ უკავშირდება. 

"არანაირი პრობლემა მენეჯმენტთან დაკავშირებით თბილისისი მერიაში არ არსებობს", – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ჟურნალისტებთან განაცხადა. 

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სოლომონიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადადის. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად