დავით ნარმანია: “თანამშრომლებს მოვუწოდებ კეთილსინდისიერი მუშაობისკენ!”

ამ წუთებში დასრულდა ბრიფინგი თბილისის მერიაში, რომელიც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის აპარატის უფროსის ჯოკია ბოდოკიას დაკავებას ეხებოდა. 

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მერია გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ხელს შეუწყობს. მერმა თანამშრომლებს კეთილსინდისიერი მუშაობისკენ მოუწოდა და განაცხადა რომ თბილისის მთავრობა არ დაუშვებს მსგავს ქმედებებს. 

შეაგხსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშნებებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 %, 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად