დავით ნარმანია სვეტიცხოველში საზეიმო წირვას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

საღვთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

თბილისის მერმა მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სვეტიცხოვლობა მართლმადიდებლებისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია.

დავით ნარმანიამ ქვეყანას ერთიანობა და წინსვლა უსურვა. საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად