დავით ნარმანია: სემეკი დგამს ნაბიჯებს, რომ ჩვენი ენერგოსისტემა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს

"ვაპირებ რომ ვიმუშაო ძალიან აქტიურად და ყოველდღიურ რეჟიმში"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, პარლამენტის მიერ ახლდამტკიცებულმა სემეკის წევრმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიას თქმით, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით აპირებს მუშაობას.

"გარდა ამისა წყალმომარაგების მიმართულებით, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი სამუშაოების ჩატარება და ჩემი გამოცდილება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო განვითარდეს, ეს იქნება ჩემი მუშაობის მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე საქმიანობის კიდევ უფრო მეტად გამჭირვალობა, კიდევ უფრო მეტად ანგარიშვალდებული უწყება. ევროპულ ნაბიჯებს სემეკი დგამს იმისათვის, რომ რეალურად ჩვენი ენერგოსისტემა კიდევ უფრო მეტად ევროპული ოჯახის წევრი გახდეს",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად