დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. დედაქალაქის მერი მონაწილეობას მიიღებს ნიუ-იორკში დაგეგმილ მერების კონფერენციაში, რომელშიც ასამდე ქალაქის მერი მონაწილეობს. 

კონფერენციაზე განხილული იქნება ქალაქების მართვისა და განვითარების სისტემები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია დანერგილი.

დავით ნარმანია ასევე მონაწილეობას მიიღებს ქალაქების ურბანული განვითარების ფორუმში, რომელზეც ქალაქების თანამედროვე განვითარების ძირითად მიმართულებებზე იმსჯელებენ. ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს საკუთარი ქალაქის გამოცდილებას გაუზიარებენ, ასევე, გამართავენ დისკუსიას ქალაქების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. 

ფორუმზე დაგეგმილია დედაქალაქის მერის სიტყვით გამოსვლაც, რომელზეც დავით ნარმანია ფორუმის მონაწილეებს თბილისის სამომავლო განვითარების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...