დავით ნარმანია: ყველგან მშვიდობაა, პანიკის საფუძველი არ არსებობს

როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "აიპრესს"  განუცხადა, ამ დროისთვის მათ თითქმის მთელი ქალაქი შემოიარეს და სიტუაცია პანიკის საფუძველს არ იძლევა.

"ამ დროსითვის საგანგაშო არსად არაფერია. ვერეს ხეობისკენ ახალი გზა საპატრულო პოლიციამ პრევენციის გამო გადაკეტა. თუმცა, ახლახანს ვიყავი ახალ გზაზე და მდინარის კალაპოტი არ არის ისე აწეული, რაც შეშფოთების საფუძველს მოგვცემდა. ასევე სანიაღვრეები გამართულად მუშაობს, ზოგიერთ ადგილას შეიძლება ნაშალი ჩამოიტანა, რაც ასევე არ იძლევა შეშფოთების საბაბს. ნალექმაც უკვე იკლო და ვაგრძელებთ" – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად