დავით ნარმანია: პარკირების 50 ადგილი მოიხსნება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ვიწრო ტროტუარებზე პარკინგი უნდა შეიზღუდოს. მისი თქმით, ამ მიზნით პარკირების 50 ადგილი განთავისუფლდება. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„ჩემი დავალებით, ჯერ კიდევ, სამი თვის წინ დავიწყეთ ტროტუარებზე არსებული მდგომარეობის შესწავლა. იქ, სადაც ვიწრო ტროტუარია, ჩვენ ვზღუდავთ ავტომანქანების პარკირებას და დღესაც ვამტკიცებთ ერთ-ერთ ასეთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 50 პარკირების ადგილი მოიხსნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა აქტიურად მუშაობს მრავალსართულიანი პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად