დავით ნარმანია: კომუნალურის ჩამოწერა თებერვალში გახარჯულს არ ეხება

ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“უნდა განვუმარტო მოქალაქეებს, რომ ეს ეხება მარტში გახარჯულ კომუნალურებს და არ ეხება წინა თვეების გახარჯულს. თუ მათ მარტში გადაიხადეს თებერვლის, ამას ისედაც არ ეხებოდა, ხოლო თუ მარტის წინასწარ გადაიხადეს, ან აპრილის დასაწყისში, აქ ორი მექანიზმია, როდესაც მოქალაქე წინასწარ თავისი სურვილით იხდის კომუნალურ გადასახადს, ან ბანკთან აქვს წინასწარი შეთანხმება და ბანკი თვითონ აჭრის, როგორც კი მიუვა შეტყობინება. მათ ვისაც გადახდილი აქვთ ეს თანხა და მთავრობამ გამოაცხადა ეს გადაწყვეტილება და აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, ანუ 200 კვტ/სთ-ზე ან კუბომეტრზე ნაკლები აქვთ გახარჯული, ანგარიშზე დაუჯდებათ ზედმეტობაში მომდევნო პერიოდის გადასახადებში და შესაბამისად, შემდეგ შეეძლებათ მისი გადახდა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად