დავით ნარმანია: გიორგი ლილუაშვილს მდიდარი გამოცდილება აქვს

„ის ძალიან წარმატებული ადამიანია და საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს, იმისათვის,რომ წარმატებით უხელმძღვანელოს აღნიშნულ პოსტს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან მერის მოადილის თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

„ის არის განათლებით ეკონომისტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი.

1999 წლიდან მუშაობდა როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში. საჯარო სექტორში ის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა. რაც შეეხება მის გამოცდილებას კერძო სექტორში, ის გახლავთ „ქართუ ჯგუფის“ წევრი და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე, შპს „ბურჯში“, „ქართულ მშენებელსა“ და ქართუ ბანკში. 
მას გააჩნია, ყველა უნარჩვევა იმისათვის, რომ წარმატებით გაუძღვეს იმ მიმართულებას, რასაც ქვია მერის მოადგილის პოსტი და შესაბამისი დაქვემდებარებული სამსახურები. 

მინდა გიორგის წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ განვაგრძოთ ის უმნიშვნელოვანესი საქმეების კეთება, რომელიც თბილისის განვითარებას და მის წინსვლას უკავშირდება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...