დავით ნარმანია: გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა, ჩემი აზრით, მოსალოდნელი არ არის

ამის შესახებ სემეკ-ის წევრმა და კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მისი კანდიდატურის განხილვის დაწყებამდე  განუცხადა.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს. ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც სემეკ-ის შესაბამისი სამსახურები აკეთებენ წარმოდგენილი განაცხადების შეფასებას, კალკულაციას. ამის შემდეგ, მოგვიანებით იქნება ცნობილი ეს საკითხი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, გაზგამანაწილებელი კომპანიების განაცხადებს, სემეკ-ი წლის ბოლომდე განიხილავს.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, დავით  ნარმანიას ინფორმაციით, ისინი დადგენილია 2020 წლის ბოლომდე. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი ცვლილების საჭიროება არ არსებობს.

 

ამ დროსითვის, პარლამენტის დარგობრივ ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას განიხილავენ.

დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს აღნიშნულ თანამდებობაზე ასარჩევად  პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარგუდგინა.

კომიტეტს დავით ნარმანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ წარუდგინა.

ცნობისათვის:  სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას პარლამენტში  76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად