დავით ნარმანია: ევროკავშირის გამოცდილება ენერგოეფექტურობის გაზრდაში დაგვეხმარება

თბილისში შემოდგომისთვის ენერგეტიკის განვითარების საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. აღნიშნულზე მემორანდუმს ხელი დღეს თბილისის მერიას, ენერგეტიკის სამინისტროსა და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ს შორის გაფორმდა.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თბილისის მერია რამდენიმე პროექტს ახორციელებს, რომლებმაც ენერგოეფექტურობა უნდა გააუმჯობესონ.

„რამდენიმე ძალიან სერიოზული ღონისძიება ჩვენ უკვე დავგეგმეთ. გამოცხადებული არის თანამედროვე, გარე განათების სისტემის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა. მეორეს მხრივ გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე. 

წელს გვაქვს საპილოტე პროექტი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი მუნიციპალური საბავშვო ბაღი გახდება ენერგოეფექტიანი. გვაქვს ასევე ქალაქის გამწვანების ძალიან სერიოზული ღონისძიებები. ამ ყველაფერმა ერთობლიობაში უნდა მოგვცეს შედეგი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირის გამოცდილებას მეტად გამოვიყენებთ და ის პრაქტიკა, რაც ევროკავშირში არსებობს და რასაც INOGATE ჩვენ გვთავაზობს, იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ ენერგოეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით“,-განაცხადა ნარმანიამ.

დამატებითი ინფორმაცია ენერგეტიკის განვითარების პროგრამის შესახებ პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული: http://www.inogate.org/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...