დავით ნარმანია: დანამატების ფონდი მერიაში არ გაზრდილა

"თბილისის მერიაში ხელფასები, დანამატები და პრემია არ გაზრდილა",- ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. 

„მერიის სისტემაში ძირითადი არის შრომის ანაზღაურება, სარგო, რაც განსაზღვურლი არის კონკრეტულად თანამდებობის პირებისთვის. დანამატების სისტემა, რომელიც არის ასევე დადგენილი უწყისის მიხედვით.

რაც შეეხება სხვა დანამატებს, ასეთი რამე მერიის სისტემაში არ არსებობს. აქ ახალი არაფერია. არც გაზრდილა დანამატებთან დაკავშირებით ფონდი. წესების მიხედვით და ბიუჯეტის ფარგლებში მხოლოდ ამის მიხედვით ხდება გაცემა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...