დავით ნარმანია: ბიძინა გიორგობიანმა თბილისში უკვე 120 ათასი ხე დარგო

თბილისის მერისთვის, დავით ნარმანიასთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა გადადგეს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი.

როგორც მან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ბრალდების საპასუხოდ აღნიშნა, ასეთი მასშტაბური გამწვანების ღონისძიებები თბილისში ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა.

"ამ ადამიანმა ჩემი დავალებით თბილისში უკვე 120 ათასი ხე დარგო. ასეთი მასშტაბური გამწვანების ღონისძიებები, ბოლო დროსის განმავლობაში არ განხორციელებულა. ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა გადადგეს ეს კაცი" – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანიამ ხეების გაჩეხვა დაიწყო, რასაც "პარტიზანი მებაღეები" და საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დაუპირისპირდნენ. მათ თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს, ბიძინა გიორგობიანს გადადგომისკენ მოუწოდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...