დავით ნარმანია: ახალ წელს ისტორიული გადაწყვეტილებით ვხვდებით

თავისუფლების მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე აინთო. ანთების ცერემონიას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

"ახალი წელი გვიახლოვდება და შესაბამისად, საახალწლო განწყობაც დღითი დღე მაღლდება. თბილისის მერია განსაკუთრებით ზრუნავს, რომ 2016 წელს ყველანი გახარებულები შევხვდეთ. 

წლევანდელი წელი წინა წლისგან იმისგანაც განსხვავდება, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა, საქართველომ გუშინ მიიღო დადებითი დასკვნა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი წარმატება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ წლევანდელი ახალი წელი გამორჩეული ყოფილიყო, ყველანი ხედავთ ახლებურად და თანამედროვედ განათებულ ქუჩებს, ასევე ახალი ნაძვის ხეს, ასევე ახლებურად განათებული ანძა გვაქვს წელს.

25 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდება თქვენთვის. შენდება საახალწლო ქალაქი, მოირთვება ყველა სახლი ძალიან ლამაზად რომელიც ამ დღისთვის სპეციალურად კეთდება. 25 დეკემბერს ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი გელოდებათ, მაგრამ კულმინაცია მაინც 31 დეკემბერს იქნება, 31-ში მიშა მდინარაძის საავტორო კონცერტი გაიმართება, რათა ერთად ვიზეიმოთ ახალი, 2016 წლის შემობრძანება,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

 

ავტორი: ნათია მაჭარაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად