დავით ნარმანია: 2017 წელს მინიმუმ 45 მრავალსართულიანი ავარიული სახლი გამაგრდება

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს კეთილმოწყობის სამსახურის მეშვეობით, მინიმუმ 45 მრავალსართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლი გამაგრდება, რაიონული გამგეობები კი, მინიმუმ 200 საბალსართულიანი (2 და 3 სართულიანი) დაზიანებული სახლების გამარებისთვის გამოყოფენ თანხას.

„როგორც კეთილმოწყობის სამსახურის, ასევე რაიონული გამგეობების მეშვეობით ჯამში ავარიული სახლების გამაგრებაზე დაფინანსების მოცულობა იგივე რჩება. ჩვენ ტემპი მნიშვნელოვნად გავზარდეთ 2016 წელს და 2017 წელსაც დაახლოებით იგივე ტემპით ვიმუშავებთ“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად