დავით მირცხულავა: თავისუფალი ენერგობაზრის შექმნისთვის, მონოპოლიების დაშლაა საჭირო

“საქართველოს ელექტროენერგიის საცალო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნაკლოვანებაა ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის გაუმიჯნაობა განაწილების (დისტრიბუციის) საქმიანობისგან, რაც გამორიცხავს ბაზარზე ალტერნატიული მიმწოდებლების გაჩენას. აქედან გამომდინარე, განაწილების ლიცენზიატების სამოქმედო არეალში მიწოდების ბაზარი მონოპოლიურია და ექსკლუზიურ მიმწოდებელს თავად განაწილების ლიცენზიატები წარმოადგენენ”, – ნათქვამია სემეკის წლიურ ანგარიშში.

ქვეყნის ენერგობაზარზე მონოპოლიების დაშლის საჭიროებაზე  საუბრობს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში დავით მირცულავა. როგორც მირცხულავა “აიპრესთან” საუბრისას აღნიშნავს, თავისუფალი და განვითარებული ენერგობაზრის შექმნისთვის ბევრი რეფორმაა გასატარებელი, მათ შორის პირველი  არსებული მონოპოლიების დაშლაა.

"ჩემი აზრით, თუ გვინდა თავისუფალი და ისეთი ბაზარი შევქმნათ, როგორიც განვითარებულ ევროპაშია, მით უმეტეს, როცა გარკვეული ნაბიჯები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით დავადასტურეთ, ელექტროენერგეტიკაში უამრავი რეფორმა უნდა გავატაროთ. პირველ რიგში, მონოპოლიების დაშლაა საჭირო, ის კომპანიები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მონოპოლიური სტრუქტურებია. ამ კომპანიებში შედის როგორც გენერაციის ობიექტები, ასევე სადისტრიბუციო კომპანიები, რაც ბუნებრივია უკვე მონიპოლიურ სტრუქტრას ქმნის. გენერაციის ობიექტები თავისი ბუნებით ელექტროენერგეტიკის კონკურენტული სფეროა, აქედან გამომდინარე აუცილებელია მონოპოლიური სტრუქტურის გაყოფა, ისევე როგორც ეს მოხდა ან ხდება ევროპაში.“, – აცხადებს დავით მირცხულავა

საქართველოს ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი – 63% აქვს სს ენერგო-პრო ჯორჯიას. ასეთი დიდი საბაზრო წილი გამოწვეულია როგორც მისი საქმიანობის მოცულობიდან, ისე პირდაპირი მომხმარებლების მის აბონენტებად გადასვლით. რაც შეეხება თელასს, მისი საბაზრო წილი შეადგენს 32.5%-ს, ხოლო კახეთის ენერგოდისტრიბუციის – 4.5%-ს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად