დავით მირცხულავა: ქართულ ენერგეტიკაში საინვესტიციო კლიმატის მხრივ სიტუაცია არ გაუმჯობესებულა

ამის შესახებ საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორმა დავით მირცხულავასთან “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა.

ბატონო  დავით, პირველი კითხვა ზოგადი იქნება, მოგეხსენებათ, ჩინეთში ვირთხის წელიწადი დაიწყო და დამეთანმებით ძალაინ პესიმისტურად „კორონა ვირუსი (2019nCoV)  ტრაგიკულ გამოწვევად იქცა არა მარტო ამ უდიდესი ქვეყნისთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის და აქედან გამომდინარე მისი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე და ენერგეტიკულ ბაზრებზე ალბათ ძალიან დიდი და  შეიძლება საბედისწეროც იყოს?

 შედეგების შეფასება ან პროგნოზი ამ ურთულესი გამოწვევის გავლენის ეკონომიკისათვის და ენერგეტიკული ბაზრებისათვის საკმაოდ რთულია. თუნდაც თუ  შევდარებთ და გავიხსენებთ გნებავთ ფრინველის ან ღორის გრიპის გავლენას. ამ ეპიდემიების დროს და ეს იყო დაახლოებით 10-15 წლის წინ ან ოდნავ მეტის, სიტუაცია იყო სრულიად განსხვავებული.  ჩინეთის ეკონომიკის დღევანდელი და მაშინდელი  სტრუქტურა იყო აბსოლიტურად სხვადასხვა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს დღევანდელი ჩინეთის ეკონომიკის გლობალური გავლენები 10-15 წლის წინანდელთან შედარებით  არნახულად გაზრდილია.

რაც შეეხება ენერგეტიკას, ნახშირწყალბადებს  უკვე აშკარაა და ამას აღნიშნავენ  ანალიტიკოსები  პირველ დღეებში ჩინეთის მოთხოვნა ნავთობზე დღეღამეში შემცირდა 0,5-0,7მილიონი ბარელით და ეს შემცირება გრძელდება. შეზღუდვები ტრანსპორტზე, გადაზიდვებზე  იწვევს საგრძნობლად შემცირებას მოთხოვნების ბენზინზე, ავიასაწვავზე, დიზელის საწვავზე. უკვე აშკარად მცირდება მოთხოვნები ბუნებრივ გაზზე. როგორც აღნიშნავენ  სხვადასხა პუბლიკაციებში გათხევადებული ბუნებრივ გაზის ჩინელი  იმპორტიორები უარს ამბობენ მიწოდებაზე, ახალ კონტრაქტებზე. შესაბამისად გაჩერებული უამრავი ფაბრიკა-ქარხანა და თუ ეს პროცესი  გაგრძელდა საერთაშორისო  ექსპერტები  სვავენ ლოგიკური კითხვას რა ბედი ეწევა  ჩინეთის  ხელმძღვანელობის დეკლარირებულ  პროგრამულ ამაოცანას: „2010-2020 წლებში შემოსავლების გაორმაგებას ერთ სულ მოსახლეზე.“ ფაქტია ამ ამოცანის შესრულება პრობლემურია  და უკვე ფანტასტიკის სფეროდანაა  და ეს შესაძლებელი იქნება ჩინეთის ეკონომიკის  მხოლოდ წარმოუდგენელი მასშტაბების სტიმულირების შემთხვევაში.

რაც შეეხება, თქვენ კითხვას -ზოგად გავლენებს გლობალურ ეკონომიკაზე  ხომ აშკარაა „ფრინველი გრიპის“  დროს 2003 წელს ჩინეთი იყო მეესქვსე ეკონომიკა  და მისი მშპ იყო 4% მსოფლიო მშპ-ის. დღეს  საქმე გვაქვს მსოფლიოს  მეორე ეკონომიკასთან ,რომლის მშპ შეადგენს  17% -ს მსოფლიო მშპ-ის და ამით ვფიქრობ ყველაფერი ნათქვამია.

რა გავლენა ექნება ამ ჩინურ, გნებავთ გლობალურ კრიზისს ნავთობის, გაზის ნავთობპროდუქტების ბაზრებზე  და მათ ფასებზე?

როგორც  საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ „კორონოვირუსმა ფაქტიურად ჩამოაქცია ნავთობის ბაზარი“. მოთხოვნის დიდი ოდენობით შემცირებამ უსწრაფესად  სულ რამდენიმე დღეში გააიაფა მისი ფასი  5 დოლარით.  პროგნოზულად უფრო მეტად ფასის დაცემის

მოლოდინი  „ოპეკის“ ქვეყნებს საუდის არაბეთის ჩათვლით აფიქრებინებს სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისაკენ ნავთობმოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით და ამისთვის გეგმავენ დიდ შეხვედრას ნავთობმომპოვებელი ქვეყნების. დღეისათვის, ჩინეთი არის მსოფლიოში მეორე მომხმარებელი ნავთობის და მას დაახლოებით ბაზრის 14% უჭირავს, ამიტომ გასაგებია  ამ ქვეყნის მიერ მოხმარების ძლირი ვარდნა რა გავლენის მატარებელი იქნებოდა გლობალურ ბაზარზე. ჩინეთი  აცხადებს ფორს მაჟორს გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტზე კორონოვირუსთან დაკავშირებით. თუ ეს პროცესი გაგრძელდა ამ ტიპის პროდუქტზე ისედაც დღევანდელ დღეს ისტორიულად მინიმალური ფასის გათვალისწინებით (მინიმალური ფასი ბოლო 10 წლის განმავლობაში, მიზეზი ახალი გაზრდილი მოცულობები მიმწოდებელი ქვეყნებიდან: აშშ, რუსეთი, ავსტარალია,  მეორეს მხრივ ძალიან თბილი ზამთარი ევროპაში, იაპონიაში ) აშკარა ხდება ზოგადად გათხევადებული ბუნებრივი გაზის მთლიანად ინდუსტრიის ძალიან მძიმე დღეები.  ნავთობზე ფასების ვარდნამ, ასევე შექმნილმა  სიტუაციამ და ფასების ვარდნამ და მოხმარების შემცირებამ  გათხევადებულ ბუნებრივ გაზზე გავლენა იქონიეს ბუნებრივი გაზის ფასებზე ევროპაში მაგალითად ევროპულ სავაჭრო მოედანზე „TTF“ ფასი დაფიქსირდა 102 დოლარი 1000 მ3 როცა იმავე პერიოდში 2019 წელს ფასი იყო 204,7 დოლარი. ზოგადად ბუნებრივ გაზზე ფასები წელს ევროპაში  ძალიან დაბალია და როგორც, თურქი ექსპერტები ამას წინათ აღნიშნავდენ ფასები ევროპაში 2 ჯერ მცირე იყო ვიდრე თურქეთში . შეგვიძლია ჩვენის მხრივ  დავამატოთ საქრთველოში არსებულ   ბუნებრივ გაზის ფასებზეც  გაცილებით მცირე იყო წლევანდელი ფასები ევროპაში.

კარგით დაუბრუნდეთ საქართველოს, თუმცა ფაქტია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი გარკვეულ გავლენებს იქონიებს საქართველოზეც და ამას მუდმივი ყურადღება სჭირდება. რა ხდება ქართულ ენერგეტიკაში რა ტენდენციებთან გვაქვს საქმე ამ ორი წლის წინ თქვენ ერთერთ ტელეინტერვიუში აღნიშნეთ,რომ ყველაზე დიდ პრობლემა ქართულ ენერგეტიკააში არის საინვესტიციო კლიმატი, დღეს რა მდგომარეობაა ამ კუთხით?

დღეს სიტუაცია საინვესტიციო კლიმატის მხრივ არ გაუმჯობესებულა. ეს ნამდვილად ძალაინ   დიდი პრობლემაა. ეელექტროენერგეტიკული გარდაქმნების პროცესში, ჩემი აზრით,  საინვესტიციო კლიმატის შექმნა დარგში იმავე მასშტაბის ამოცანაა, როგორც გნებავთ სექტორის სტრუქტურული რეფორმირაბა.  ან თუნდაც ელექტროენერგეტიკული  ბაზრის შექმნა. სიტუაციაში, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად იზრდება  ეს ზრდის ელექტროენერგიის  დეფიციტს  და ამავე დროს  თუ გენერაციის ობიექტების რიცხვი და ხარისხობრივი შემადგენლობა არ იცვლება, დეფიციტი  იფარება მხოლოდ იმპორტით, რაც ნიშნავს სექტორიდან დიდი ოდენობის  თანხების  ქვეყნის გარეთ გასვლას და თუ ამას დაუმატებთ, რომ ჩვენი  გენერაციის სტრუქტურიდან გამომდინარე ენერგეტიკაში გამოყენებულ იმპორტირებულ ბუნებრივ გაზს, ქვეყნის გარეთ გასული თანხები ძალიან შთამბეჭდავია.

 ბატონო დავით, მე მაქვს ნანახი საქართველოში  გენერაციის ობიექტების ექსპლუატაციაში შეესვლის გრაფიკი. თუ სწორედ ვამბობ წლების მიხედვით თქვენ პრეზენტაციაში შარშან წლის ბლოს გამართულ კონფერენციაზე შემდეგ სოციალურ ქსელშიც იყო ეს სლაიდი. თქვენ  აღნიშნავდით, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ახალი გენერაციის ობიექტების რიცხვი შთამბეჭდავად არის გაზრდილი.

დიახ, დაახლოებით ასე იყო  პრეზენტაციაში თქვენს მიერ ნახსენებ  სლაიდზე  იყო  ჰესების მშენებლობის დინამიკა დამოუკიდებელ საქართველოში. მოცემული იყო წლების მიხედვით აშენებული ჰესების ჯამური სიმძლავრე. განხილული იყო  2000 წლიდან 2019 წლამდე პერიოდი.  პირველი დამოუკიდებელი საქართველოსთვის  24 მგვტ -იანი  ჰესით  ხადორ ჰესით, რომელიც ჩინური ინვესტიციით 2000-2003 წლებში აშენდა , შემდეგი  პერიოდით 2004 დან 2012 წლამდე ,როდესაც ფაქტიურად არაფერი არ აშენებულა ხელშესახები და შემდეგ უკვე 2013 წელს ჯამურად 40 მგვტ ,2014 წელს ჯამურად100მგვტ ზე მეტი,2016 წელს 160 მგვტ ზე მეტი და 2017 წელს ჯამურად 180 მგვტ ზე მეტი და შემდეგ კლება 2018  80 მგვტ ზე მეტი და 2019 წელს მხოლოდ 30 მგვტმდე. ჩემი აზრით, ექსპლუატაციაში შესული  ახალი გენერაციის ობიექტების ჯამური სიმძლავრეების  აშკარა ზრდის დინამიკა   2013 -2017 წლებში დაკავშირებული იყო  ფიქსირებული ტარიფით ინვესტორებისათვის გრძელვადიანი ელექტოენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებასთან. აღნიშნული  სტიმულირების მექზნიზმი ნამდვილად შორს იყო სრულყოფილი მექანიზმიდან და ძალიან სამართლიანადაც  იმსახურებდა სპეციალისტების მეტად მწვავე კრიტიკას,  ( მათ შორის ჩემს კრიტიკასაც), თავისი დაუხვეწავი, გაუმჭირვალე ფორმით და შინაარსით,  მაგრამ ეს ხარვეზიანი  მექანიზმიც  კი  აშკარად ინვესტორებისათვის ქმნიდა პროგნოზირებად გრძელვადიან  მისაღებ სიტუაციას. ფაქტიურად 2016, 2017 წლიდან აღარ ფორმდება პოტენციური  ჰიდროელექტრო სადგურებისათვის  ელექტროენერგიის შესყიდვის გრძელვადიანი ხელშეკრულებები,  რაც აშკარად ზრდის ინვესტორების რისკებს და შედეგიც სახეზეა ექსპლუატაციაში მიღებულ  ჰიდრო, ქარის და მზის ახალი გენერაციის ობიექტების რიცხვი აშკარად მცირდება.

ელექტროენერგიის გრძელვადიანი ხელშეკრულების გაცემის შეწყვეტა ჰიდროსადგურებით დაინტერესებულ  ინვესტორებისათვის, დაკავშირებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის  რეკომენდაცია-მოთხოვნასთან საქართველოს მთავრობის მიმართ და ეს ეხება გრძელვადიანი ხელშეკრულებების გამო  ქვეყანაში “ ფისკალური რისკების ზრდას“. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია  სავალუტო ფონდის პოზიციას დიდი  სიხისტით იცავს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო, ხოლ ეკონომიკის სამინისტრო   მუდმივ ოპონირების რეჟიმშია და  მათი მყარი  პოზიციაა, რომ ქვეყნის ენერგეტიკის დღევანდელი მდგომარეობა კერძოდ  მუდმივად მზარდი ელექტროენერგიის მოხმარება, დეფიციტის ზრდა მოითხოვს ახალი გენერაციის ობიექტების  სწრაფ და ინტენსიურ მშენებლობას. ფაქტიურად  შექმნილია ჩიხური მდგომარეობა. რას გვეტყვით ამის შესახებ.

სიტუაცია ნამდვილად არა მარტივი, თუმცა მიმაჩნია გამოსავალი  უნდა მოიძებნოს და რამდენადაც ვიცი ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივად მიდის. ახალი გენერაციის ობიექტების, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროების  განვითარების სტიმულირების მექანიზმი, რომელმაც ხელი შეუწყო გენერაციის ობიექტების ელექტროსადგურების რიცხვის შთამბეჭდავ ზრდას იყო უამრავ ქვეყანაში. ევროპაში ასეთი მექანიზმი გამოიყენებოდა და გამოიყენება ავსტრიაში, ბულგარეთში ხორვატიაში, კიპრზე, ჩეხეთში, დანიაში, ესტონეთში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ირლანდიაში, იტალიაში, ლატვიაში, ლუქსემბურგში, მაკედონიაში,  მალტაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში. ჩვენ მეზობელ თურქეთში, სომხეთში„ რომ არაფერი ვთქვათ აშშ, იაპონიაზე, კანადაზე.უამრავ ლათინური ამერიკის თუ აფრიკის ქვეყნებზე. ამ გამოცდილების გათვალისწინებით მიმაჩნია ჩვენ ქვეყანაში  ჰიდროსადგურების, ქარის, მზის და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე გენერაციის ობიექტების  ელექტროსადგურების  შთამბეჭდავი განვითრებისათვის აუცილებელია სტიმულირების გარკვეული მექანიზმის შექმნა და ეს ძალიან აქტუალური ამოცანაა ქართულ ენერგეტიკაში. სხვა გზით ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ, გნებავთ ნერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრების თუ ენერგეტიკული უსაფრთხოების მახასიათბლების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

თქვენთვის ცნობილია, რომ   ჩვენთან  უახლოეს მომავალში იგეგმება  ლიბერალული  კონკურენტული ბაზარის  ფუნქციონირების დაწყება.   ჩვენი ქვეყნისათვის როგორც ნებისმიერი ქვეყნისათვის  ერთერთ პარამეტრს, რომელიც გავლენას ახდენს კონკურენტუნარიანობაზე და ასევე ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე არის ენერგეტიკული ბალანსი.ეს მახასიათებელი გვიჩვენებს  ჯამური სიმძლავრის განაწილებას გენერაციის ტიპების მიხედვით ჰიდროგენერაცია -მარეგულირებელი ჰესები, ჰესები ჩამონადეზე, ქარის სადგურები, მზის სადგურები, თბოსადგურები  და ასე შემდეგ. კონკურენტული ბაზრის პირობებში გენერაციის სტრუქტურისათვის განმსაზღვრელია სწორედ ეკონომიკური ფატორები. სწორედ ასეთი ბაზრის ფასთა სიგნალებია ინვესტორისათვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გააკეთოოს თუ არა ინვესტირება ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობაში.

თუ ამას დაუმატებთ გადაწყვეტილების მიღების დროს  ინვესტორისათვის აუცილებლად გასათვალიწინებელი გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხვნები  და ასე შემდეგ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება საბაზრო ფასით, გნებავთ სხვაგვარად ვიტყვი საბაზრო ძალა ძალიან  დიდი ალბათობით ამის გათვალისწინებას ვერ შეძლებს  და იმისათვის,რომ ინვესტორმა შეძლოს ყველ რისკის  გონივრული გათვალისწინინება აუცილებელი ხდება სპეციალური რეგულიაციების  და ინვესტორების მხარდამჭერი მექნიზმების შემოღება. მხარდამჭერი მექანიზმების უდიდესი გამოცდილება უკვე მრავალი წელია დანერგილია, როგორც ზემოთ ავღნიშნე უამრავ ქვეყანაში და არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება. უნდა შეირჩეს  ჩვენი პირობებისათვის ყველაზე ოპტიმალური სტიმულირების მექანიზმი.

ბატონო დავით, შეიქმნა  ენერგეტიკული ბირჟა, სადაც ელექტროენერგიის მწარმოებლები და მიმწოდებლები განაცხადებს გააკეთებენ და ბირჟა მოთხოვნა მიწოდების მრუდებით მოხდება ფასის ფორმირება. ვაჭრობა ამ ბირჟაზე 2021 წლიდან დაიწყება, რა გავლენას მოახდენს  მომხმარებლებისათვის ელეტროენერგიის ფასზე, ზემოთ აღნიშნულ „საინვესტიციო კლიმტზე“  და ასე შემდეგ.

დიახ შეიქმნა ბირჟა,  რომელიც სრულყოფილ ფუნქციონირებას შეუდგება 2021  წლიდან. ეს იქნება კონკურენტული ბაზარი და ვფიქრობ გადადგმული ნაბიჯი ბაზრის ლიბერაზისაცისკენ. გარეგნულად ასეთი ბაზარი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ნებისმიერი კონკურენტული ბაზრისაგან ერთი განსხვავებით, არ უნდა დაუშვათ, რომ ყველა ელექტროსადგური გამოიმუშავებს ელექტროენერგიას სტანდარტული  ხარისხის, როგორც მაგალითად,როცა ბირჟაზე გვაქვს რაიმე აბსტრაქტული საქონელი. გასათვალისწინებელია ქვეყნის ეკონომიკა, საკუთრების ფორმები გენერაციის სადგურების. ის ,რომ ელექტროსადგურები არა არიან ურთიერ ჩანაცვლებადი მათი მანევრირების და ეკონომიკური პარამეტრების გამო.  გასათვალისწინებელია, რომ ელექტროენერგიის ბაზარი უფრო მეტად ტექნოლოგიური  ვიდრე ფინანსური. მოკლედ მრავალი რისკია და   ყველა ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებელი  დაწყებული იქიდან, რომ არის თუ არა საკმარისი რეზერვი სიმძლავრეების, რომელიც  საშუალებას მისცემს სისტემას საიმედო ფუნქციონირებისთვის და დამთავრებული რამდენიმე  გენერაციის დომინირების რისკით ბაზარზე, მოკლედ რომელი ერთი ჩამოვთალო. იმედს ვიტოვებ, რომ ახალი გუნდი მაღალი დონის პროფესიონალის ირინა მილორავას ხელმძღვანელობით თავს გაართმევს ყველა ამ დიდ  სირთულეს. მე მათ წარმატებას ვუსურვებ.

ბატონო დავით, ჩემი ბოლო შეკითხვაა და არ ვიცი მიპასუხებთ თუ არა. შეკითხვა  უკავშირდება  „შუახევი ჰესს“. ჰესზე, სადაც  ყველაზე დიდი ავარია  მოხდა საქართველოს ჰიდროტექნიკის ისტორიაში, თქვენ ხელმძღვანელობდით კომისიას, რომელიც სწავლობდა ამ ავარიის მიზეზებს. ვრცელდა ინფორმაცია, იყო მრავალი გადაცემა ამის შესახებ,   სადაც აცხადებდენ, რომ იგეგმება ამ ჰესის  ექსპლუატაციაში გაშვება. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია და რამდენად უსფრთხო იქნება თავად  ჰესი ექსპლუატაციის დროს და განსაკუთრებით მისი გვირაბი.

შევეცდები ზოგადად გიპასუხოთ. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ახლი მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების უსაფრთხოების  მონიტორინგის  მწყობრი სისტემა კანონმდებლობის, რეგლამენტების  ჩათვლით, როგორც პროექტირების ასევე მშენებლობის და ექსპლუატაციის ეტაპზე. გაკვეთილია ჩვენთვის, რომ არც მსოფლიოში ცნობილი  სახელოვანი საინჟინრო  საკონსულტაციო კომპანია, არც დეველოპერები დიდი ჰიდროენერგეტიკული ქვეყნიდან (რომლებიც პირველად ექსპლუტაციაში გაშვებამდე ცუდად უძღვებოდნენ  ამ პროექტს)  და არც  მშენებლები  მეზობელი ქვეყნიდან, არც პროექტში მონაწილე საერთაშორისო  საფინანსო ინსტიტუტები თავიანთი პროექტის დასაფინანსებლად  ურთულესი ფილტრებით არ იძლევა გარანტიას პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის. დეტალებზე არ ვისაუბრებ,  ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ავარიის შემდეგ,  ახალმა მენეჯმენტმა „ტატა ფაუერმა“ ჩაატარა ძალიან დიდი სამუშაო მრავალი (საბედისწერო) შეცდომის გამოსასწორებლად. დაიხარჯა რეაბილიტაციისათვის  ასეულ მილიონობით თანხა . წარმოიდგინეთ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მოსახვა შესრულდა თითქმის მთელ სიგრძეზე.  ჩატარდა უამრავი კვლევა როგორც ლაბორატორიული  ასევე ნატურულ პირობებში. როგორც იქნა გაცხადებული  მენეჯმენტი აპირებს გაზაფხულიდან ეტაპობრივად დაიწყოს ჰესის ექსპლუატაციაში შეყვანა.  ასეთი მასშტაბის ობიექტის ექსპლუატაცია მოითხოვს მუდმივ   დიდ ყურადღებას.

როგორ აინაზღაურებს  ჰესის მფლობელი ამ დამატებით ,როგორც ახსენეთ ასეულ მილიონობით დოლარს? ხომ არ მოხდება ეს მომხმარებლის ხარჯზე?

ჰესის  შემოსავალი დამოკიდებულია გაყიდულ ელექტროენეგიის ფასზე და მოცულობაზე. შუახევი ჰესმა უნდა გაყიდოს დაახლოვებით 470 მილიონი კვტსთ. სხვა რაიმე ინფორმაცია მე არ გამაჩნია.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად