დავით მათიკაშვილი: სააკაშვილი მერამდენედ ამტკიცებს, რომ სრულიად დეგრადირებული პიროვნებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამონათქვამს ეხმაურება.

„სააკაშვილი მერამდენედ ამტკიცებს, რომ სრულიად დეგრადირებული პიროვნებაა: გენდერული თავდასხმის მიღმა რამხელა სიძულვილი და ბოღმა ამოძრავებს ამ ადამიანს ჩანს ყველგან და ყველაფერში. სიტყვა “მახინჯის” მნიშვნელობა რომ იცოდეს მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ ერს და ქვეყანას ბოდიშს მოუხდიდა იმ მართლაც მახინჯი და კრიმინალური მმართველობისთვის, რითაც 9 წლის განმავლობაში თავი დაამახსოვრა სრულიად საქართველოს.

მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ აცდება ვერავინ და მიხეილ სააკაშვილიც აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე!!!“,-წერს დავით მათიკაშვილი ფბ-ის საკუთარ გვერდზე.​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად