დავით მათიკაშვილი: დღეს, რომ ის რეჟიმი იყოს, რა პოლიტიკურ ძალასაც ნიკანორ მელია წარმოადგენს, ციხიდან არ გამოასუნინებდნენ

“ქართული ოცნების” დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დღეს, რომ ის რეჟიმი იყოს და ის პერიოდი იყოს, რა პოლიტიკურ ძალასაც ნიკანორ მელია წარმოადგენს, მას ციხიდან არ გამოასუნინებდნენ.

“დღეს, რომ ის რეჟიმი იყოს და ის პერიოდი იყოს, რა პოლიტიკურ ძალასაც ნიკანორ მელია წარმოადგენს, მას ციხიდან არ გამოასუნინებდნენ, ზუსტად ვიცი. იმ დემოკრატიულ და ჰუმანურ საკანონმდებლო სივრცეში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებულ სივრცეში, კეთილი ინებოს და ყველამ დაიცვას შესაბამისი წესი.
მას გაუმკაცრდა, კი არ შეეცვალა, ან გაუუქმდა, კანონმდებლობაში პირდაპირ წერია, რომ თუკი დაარღვევს აღკვეთ ღონისძიებას, გაუმკაცრდება. ბრასლეტით სიარულია უმჯობესი თუ 40 ათასი ლარის მოპოვება-მოძიება და შესაბამის ანგარიშზსე შეატანა, ამაზე საზოგაოებამ იმსჯელოს”-განაცხადა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საურისას.

შეგახსენებთ: თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა და 30 ათასიდან 70 ათას ლარამდე გაუზარდა. გარდა ამისა, შეუზღუდა საზღვრის კვეთის უფლება პროკურორის თანხმობის გარეშე.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საბაბი 1 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნაა.

გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბერს მიმართა.

ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად