დავით მარსაგიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა წააგო

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 86 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ფალავანი, დავით მარსაგიშვილი  ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უნგრელ ისტვან ვერებისთან დამარცხდა.

მარსაგიშვილმა ნახევარფინალი რუს დაურენ კურგულიევთან 2:4 წააგო და ფინალში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.

ინფორმაციისთვის, მარსაგიშვილმა, დაახლოებით ერთი თვის წინ ხერხემალზე მძიმე ოპერაცია გადაიტანა და ძალიან მცირე დრო ჰქონდა, რომ ევროპირველობისთვის ოპტიმალურ ფორმაში ჩამდგარიყო.

მარსაგიშვილმა აქამდე სამჯერ შეძლო კონტინენტის პირველობაზე ფინალში გასვლა, აქედან კი ორჯერ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.

ევროპირველობაზე, ამ დრომდე სქართველოს ნაკრები მედლის გარეშეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად