დავით ლორთქიფანიძისა და სოსო რობაქიძის დაფუძნებული ორგანიზაციის აქტივისტებმა პარლამენტთან კარავი გაშალეს

ერთის დღის დაფუძნებულმა ორგანიზაცია “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”-ს აქტივისტებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალეს. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი აქვთ გაშლილი პანკისის ხეობაში, სუს-ის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს და “ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს.

“გადავედით მოქმედებაზე

მივდივართ პარლამენტთან! ვშლით “შევინარჩუნოთ სიცოცხლეს” კარავს!

რუთაველი არ არის ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის საკუთრება, რუსთაველი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!

ვინც მობრძანდებით, მოგიწოდებთ მშვიდობისკენ, არ აყვეთ მარგინალების პროვოკაციას!” – ამის შესახენ შაკო კუჭაშვილმა სოციალურ ქსელში კარავის გაშლამდე დაწერა.

შეგახსენებთ, ორგანიზაცია “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”, დავით ლორთქიფანიძემ და სოსო რობაქიძემ დააფუძნეს.

პ.ს. ფოტო “Formula News”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად