დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გრძელდება.

სასამრთლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა და მოწმეების გამოკითხვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. კირკიტაძის ადვოკატების შუამდგომლობის მიუხედავად, რომლებიც სხდომის დახურვის სამართლებრივი საფუძველის არარსებობაზე აპელირებდნენ, მოსამართლეს გადაწყვეტილება არ შეუცვლია და მესამე სხდომაც საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დასწრების გარეშე მიმდინარეობს.

დავით კირკიტაძის ადვოკატის, ბაადურ გულიაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება.

ბრალდების მხარის მიერ წინა სასამართლო სხდომებზე 8 მოწმე უკვე დაიკითხა. დღევანდელ სხდომაზე საგანგებო დავალებათა თბილისის პოლიციის დეპარტამეტტის თანმაშრომლები დაიკითხებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...