დავით კირკიტაძის პროცესის გამო, გურჯაანის სასამართლოში პოლიციაა მობილიზებული

პოლიციელზე თავდასხმისთვის, შეურაცხყოფის და ქონების დაზიანებისთვის დაკავებული “ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერი დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს მსჯელებს.

სასამართლო სხდომა 10:30 საათზეა ჩანიშნული.

გუშინ,  გურჯაანში პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმადა მხარდამჭერებმა 09:00 საათიდან დაანონსეს საპროტესტო აქცია.

შეგახსენებთ, “კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ფოტოს სოციალურ ქსელში თამარ ჯინჭარაძე ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად