დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმჯელებს

პოლიციელზე თავდასხმისთვის, შეურაცხყოფის და ქონების დაზიანებისთვის დაკავებული “ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერი დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების  სახის შეფარდებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

სასამართლო სხდომა 10:30 საათზეა ჩანიშნული.

დღეს გურჯაანში პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, რომელთაც საპროტესტო აქცია ხვალ დილის 09:00 საათზე დაანონსეს.

შეგახსენებთ, “კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად