დავით კირკიტაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის გარდა, რაც დაკავშირებული პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან, სხვა არაფერი არ არის დაკავების ოქმში. კონკრეტულად რას გულისხმობენ, ვის მიაყენა შეურაცხყოფა, რა ქონების დაზიანებაზეა საუბარი, ბრალის შინაარსში იქნება, როდესაც დღეს, სავარაუდოდ, საღამოს საათებში წარუდგენენ ბრალს და უფრო დეტალურად შემდგომში დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას. დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმაში არ არის დამნაშავე. ის ბრალს არ აღიარებს და ჩვენი შეფასებითაც, 353-ე პრიმა მუხლიც სამართლებრივი თვალსაზრისით შეუთავსებელია მისი დაკავების საფუძველთან“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ცნობისათვის, დავით კირკიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში სასამართლოს განჩინებით გუშინ დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად