დავით კირკიტაძეს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

გადაწყვეტილება ამის შესახებ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

შეგახსნებთ, 2018 წლის 17 დეკემბერს შსს-მ პოლიციელზე თავდასხმისთვის, შეურაცხყოფის და ქონების დაზიანებისთვის “ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავა. რომლის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლო დღეს მსჯელა.

სასამართლო სხდომა საპროტესტი აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

დავით კირკიტაძის პროცესის გამო, გურჯაანის სასამართლოში პოლიცია იყო მობილიზებული 

აქციის მონაწილეებმა გურჯაანის სასამარლოსთან მობილიზებულ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიართვეს

 

კომენტარები
იტვირთება...