დავით კირკიტაძე: ვერ ვხვდები, “ევროპული საქართველო”, რატომ ნერვიულობს

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ “რეაქციაში” განაცხადა საერთო მაჟორიტარების კანდიდატებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობა” თავის აზრს და მოსაზრებებს ყოველთვის ღიად და ხაზგასმით აფიქსირებს.

“ლეიბორისტების” ოფისში შეკრებილმა ფორმატმა გარკვეული შედეგი დადო – განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, თუმცა დარჩენილია ერთი, ასევე ხელისუფლებამ დაიხია უკან და წამოვიდა 120/30-ზე. ამ ფორმატს ჩვენ ვუფრთხილდებით ყველა ჩვენ პარტნიორს. მე ვერ ვხვდები, რატომ ნერვიულობს, ამ პროცესში მონაწილე ერთ-ერთი აქტორი – “ევროპული საქართველო”. ჩვენს აზრს და მოსაზრებებს ყოველთვის ღიად და ხაზგასმით ვაფიქსირებდით. ჩვენ ვთვლით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ თბილისში შეთანხმებას, თუმცა პატივს ვცემთ “ლელოს” გადაწყვეტილებას, რომელმაც დააყენა 30-ვე ოლქში”, – განაცხადა დავით კირკიტაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად