დავით კირკიტაძე: სამწუხაროა რომ „ევროპულმა საქართველომ” გიგა ბოკერიას დაუჯერა და მისი გზა გაიზიარა

ეს განცხადება ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ ტვ ,,პირველის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით „ნაციონალურ მოძრაობასა” და „ევროპულ საქართველოს” შორის საერთო საარჩევნო სიაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რაც გიგა ბოკერიას ჩარევით ჩაიშალა.

„ჩვენსა და „ევროპულ საქართველოს” შორის მოლაპარაკების საგანი იყო ერთიანი საერთო ფრონტით გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. პირველი შეხვედრა შედგა და ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის რომ ეს მიზანი განხორციელებულიყო. მზად ვიყავით გვყოლოდა საერთო მაჟორიტარები და ეს შეგვერჩია არა პარტიული პრინციპით, არამედ შეგვერჩია კანდიდატები, რომლებიც ამა თუ იმ ოლქში იქნებოდნენ უფრო პოპულარულები, ასევე ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილიყო დათო ბაქრაძე. რაც შეეხება პრემიერის კანდიდატურად ჩვენი საუბარი იყო, რომ ამაზეც გვქონოდა საერთო პოზიცია. პერსონები არ დაგვისახელებია.
ამ მოლაპარაკებაზე უარი თქვეს მათ. სამწუხაროა რომ „ევროპულმა საქართველომ” გიგა ბოკერიას დაუჯერა და მისი გზა გაიზიარა. ბოკერია იყო ამის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე რაზეც ვწუხვარ, რადგან იქაც არიან ჩემი მეგობრები, რომელთაც სურდათ მოლაპარაკების გამართვა  მაგრამ ვწუხვარ, რომ შიგნით გიგა ბოკერიას აზრმა გაიმარჯვა”, – განაცხადა კირკიტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად