დავით კირკიტაძე: როგორც სააკაშვილს გადაიყვანენ გლდანის ციხიდან, ჩვენ შიმშილობას შევწყვეტთ

დეპუტატთა ნაწილი, რომელმაც პარლამენტში შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, შიმშილობის შეწყვეტისთვის მზად არიან.

როგორც დავით კირკიტაძემ “ტვ პირველთან” თქვა, ისინი მაშინვე შეწყვეტენ შიმშილობას, როგორც კი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხიდან იქნება გადაყვანილი.

“მინისტრის განცხადებას რაც შეეხება, ამათი ნდობა ნაკლებად გვაქვს და როგორც კი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით აღარ იქნება გლდანის ციხეში, ჩვენც შევწყვეტთ შიმშილობას”, – თქვა კირკიტაძემ.

მისი თქმით, მას არ ჰქონია სააკაშვილთან კომუნიკაცია და გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ იცის.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა: მიხეილ სააკაშვილს ვთავაზოთ გადაყვანილი იყოს სამხედრო ჰოსპიტალში

კომენტარები
იტვირთება...