დავით კირკიტაძე: დევი ჭანკოტაძე იქნება სიის პირველ ხუთეულში

ტვ „პირველის” ინფორმაციით „ნაციონალური მოძრაობის” სიის ექვსეული ასეთია: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, კონა ნაყოფია, ხატია დეკანოიძე. პარტიის წარმომადგენლის დავით კირკიტაძის თქმით ჩამოთვლილთაგან ექვსეულში ნაწილი წარმოდგენილი იქნება, ასევე ხუთეულშია დევი ჭანკოტაძე.

„ამ ექსვსეულიდან აბსოლუტური უმრავლესობა იქნება პირველ ექვსეულში, თუმცა აქ იქნება დევი ჭანკოტაძე და სასიამოვნო სიახლე, ამას ძალიან მალე გაიგებს „ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი. წარვადგენთ სიას, რომელიც იქნება დაკომპლექტებული როგორც გამოცდილი ადამიანებით, ისე ღვაწლმოსილი ადამიანებით. ასევე, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი გენერალი იქნება სიის ხუთეულში, რადგან დევი ჭანკოტაძემ თავისი განვლილი მოღვაწეობით თავი წარმოაჩინა ძალიან დადებითად. ის არის ყველა უკანასკნელი ომის ღირსეული მონაწილე”, – განაცხადა კირკიტაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად