დავით ხუციშვილმა პლაჟზე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში პლაჟზე მოჭიდავეთა მსოფლიო სერიის მეოთხე, დასკვნითი ეტაპის შეჯიბრება მიმდინარეობს.

ეს წუთია დასრულდა 80 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავეთა შორის ფინალური შეხვედრა.

დავით ხუციშვილმა შეხვედრის დაწყებიდან 16 წამში სუფთად დაამარცხა სლოვენიელი ტიმოთეი ტრულინი და დასკვნით მეოთხე სერიაში გაიმარჯვებასთან ერთად ოთხის სერიის ჯამში აჯობა ყველას და მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

ქართველი ფალავნებისთვის მიმდინარე შეჯიბრზე ხუციშვილის ჯილდო დღეს უკვე მესამე ოქროს მედალია…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...