დავით ხიდაშელი: 160 მილიონი კვ.მ-ია განსხვავება 1938 წელს გამოშვებულ და დამტკიცებულ რუკასა და 1991 წლის მონაცემებს შორის
ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა განაცხადა, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით დოკუმენტები მოიძია.
“რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუკებთან დაკავშირებით საუბრისას დავით ხიდაშელმა განმარტა, რომ მან ქართულ მხარეს 50-მდე დოკუმენტი გადასცა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან იყო დაკავშირებული. მათ შორის, არის “როსრეესტრში” მოძიებული რუკაც, სადაც საზღვარი გადის ქედის ქვემოთ. რუკებს შორის განსხვავების დადგენა ხიდაშელმა “როსრეესტრის” კარტოგრაფიის სამსახურს სთხოვა:
“160 მილიონი კვადრატული მეტრია განსხვავება 1938 წელს გამოშვებულ და დამტკიცებულ რუკასა და 1991 წლის მონაცემებს შორის, რომლითაც შეუთანხმებლად სარგებლობდნენ აზერბაიჯანელებიც და ქართველებიც.”- განაცხადა დავით ხიდაშელმა.