დავით ხაჟალია: “ფირცხალავას მიზნად რომ ჰქონოდა, ხუბულოვს ვერ გააქრობდა?”

"თუ ამის მიზანი ჰქონდა, ვერ დახვდებოდა ახლა ხუბულოვს სადმე სადარბაზოსთან და ვერ გააქრობდა ისე, რომ დღესაც არ ეცოდინებოდათ ხუბულოვი სად არის?!”,-ამის შესახებ "აიპრესს" ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ პროკურატურის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდების კომენტირებისას განუცხადა. 

როგორც ხაჟალიამ აღნიშნა, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება განზრახ ბრალდების ორგანიზების თაობაზე ალოგიკურია.

"განზრახ მკვლელობა და ორგანიზება… რომელიმე საღ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში?! ხუბულოვზე შურისძიების მიზნით ახლა ნახევარი სამინისტრო და ოპერატიული დეპარტამენტი, ამდენი ხალხი ჩარია და პლუს ის გზა, პრეზიდენტის მარშრუტის შემადგენელი ნაწილია და სპეცოპერაციის ჩატარება აკრძალულია, მთელი ამბებია და… ვერ დახვდებოდა ახლა ხუბულოვს სადმე სადარბაზოსთან და ვერ გააქრობდა ისე, თუ ამის მიზანი ჰქონდა, რომ დღესაც არ ეცოდინებოდათ ხუბულოვი სად არის, თუ ამის მიზანი ჰქონდა. ალოგიკურია ეს ყველაფერი”,-განაცხადა ფირცხალავამ.

შეგახსენებთ, რომ კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას კორტების სპეცოპერაციის დროს განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებების ფალსიფიცირება ედება. სასამართლო ხვალ ფირცხალავასა და კიდევ 11 ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...