დავით ჯავახაძე: მთავრობა თანახმაა ინვესტორმა წერილი გაასაჯაროვოს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ჯავახაძე აცხადებს რომ თანახმაა გასაჯაროვდეს წერილი, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მთავრობას გამოუგზავნა და სადაც, კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, „საუბარია პროექტის განვითარების პერსპექტივებზე“.

,,ის საინვესტიციო შეთანხმება, რომლის მხარეებიც ვართ საქართველოს მთავრობა და კონსორციუმი ითვალისწინებს კონფიდენციალობის მუხლს. ჩვენი მხრიდან შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თანახმა ვართ ეს წერილი გასაჯაროვდეს.

ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ ინვესტორის თხოვნის შესაბამისად და დავიცავთ კონფიდენციალობას, მაგრამ ამავდროულად მივესალმებით თუ თავად უზრუნველყოფენ მის გასაჯაროვებას. ამის შემდეგ, მზად ვართ ამომწურავი კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით,“- განაცხადა დავით ჯავახაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად