დავით ჯანდიერი: “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთი ცუდი სისტემის ორი სახეა

"პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთმა წევრმა, დავით ჯანდიერმა ტელეკომპანია "პირველთან"  საუბრისას განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. 

"მესმის, რომ ხელისუფლების განწყობაა მიგვაწეროს "ნაციონალურ მოძრაობას" ისევე, როგორც მეორე მხრიდან არის განწყობა და სურვილი, მიგვაწერონ "ქართულ ოცნებას". რეალურად, საქმე გვაქვს იმასთან, რომ ეს არის ორი განაწყენებული პოლიტიკური ძალა, თუმცა ერთმანეთზე საკმაოდ მყარად გადაჯაჭვული. ძალიან კომფორტულად გრძნობე თავს. "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს "ქარტული ოცნება". 

როგორც კი "ნაციონალურ მოძრაობას" ეხება საქმე მაშინვე "ქართული ოცნება" იწყებს საუბარს 9 წლიან რეჟიმზე, იმ მძიმე პერიოდზე, რომელიც საქართველოში იყო. ამიტომ ისინი ერთმანეთთან ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. ეს არის ერთი ცუდი სისტემის ორი სახე. მათთვის ყველაზე პრობლემური ჩვენი რეიტინგია, რომელიც ძალიან მყარია",- განაცხადა ჯანდიერმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად