დავით იაკობაშვილს ყოფილი პარტნიორი თაღლითობაში ადანაშაულებს – უშიშროებამ ჩხრეკა ჩაატარა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური დავით იაკობაშვილის მუზეუმში „სობრანიე“ ჩხრეკის ორდერით შევიდა. ბიზნესმენს ყოფილი პარტნიორი თაღლითობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ РБК წერს.

РБК-ის ერთ-ერთი წყაროზე დაყრდნობით, საგამოძიებო ქმედებები დაკავშირებული იყო სისხლის სამართლის საქმესთან, რომელიც რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა, დავით იაკობაშვილის ყოფილი პარტნიორის ბორის მინახის საჩივრის შეტანის საფუძველზე აღძრა.

თავად დავით იაკობაშვილი, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე ჟენევაში, გაერო-ს ფორუმზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად