დავით გარეჯის სადავო საკითხზე სახელმწიფო სააგენტო აზერბაიჯანში გაემგზავრება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე  საქართველოს რელიგიური კულტურული ცენტრი, დავით გარეჯის სამონასტრო გამოქვაბულთა  კომპლექსი "გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი" დღეს სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს. 

სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსის, მცირე ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა,  რომელსაც  3 წელზე მეტია აზერბაიჯანელი მესაზღვრებო აკონტროლებენ და საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უდაბნოს მონასტერში აღარ უშვებენ. დღემდე მოუგვარებელია საკითხი, ვის ტერიტორიაზე მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც საქართველოს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა და შესაძლოა  დავით გარეჯის სამონატრო კომპექსისის უწმინდესი მონასტერი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური),   აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში გადავიდეს. უკვე წლებია, საქართველოს ხელისუფლება, საბჭოთა პერიოდში დაკარგული ტერიტორაზე  დელიმიტაციის დასრულებას ელოდება. თუმცა, აცხადებს, რომ დავით გარეჯის სამონსატრო კომლექსისის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური),   სადავო ტერიტორიაზე არ არის.

"აიპრესთან" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს აზერბაიჯანულ მხარესთან დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსის სადავო ნაწილთან დკავშირებით. მისივე თქმით, კონკრეტულ საკითხე საუბარი ჰქოდა აზერბაიჯანის ელჩთან საქართველოში, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება ვიზიტი აზერბაიჯანელ კოლეგასთან, სადაც საუბარი იქნება დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსის ირგვლივ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

 „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავონ ნაწილთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად სააგენტო აქტიურად მუშაობს. ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრა გვქონდა აზერბაიჯანის ელჩთან საქართველოში. უახლოეს პერიოდში იგეგმება ჩემი ვიზიტი აზერბაიჯანელ კოლეგასთან, სადაც საუბარი იქნება იმ საკითხებზე, რომელიც ქართულ მხარეს აინტერესებს. ბუნებრივია, მოხდება ამ საკითხების ორმხრივ ურთიერთობაში გადაყვანა. შემდეგ კი თემებისა და საკითხების დიფერენცირება. რა არის პირველი კატეგორიის საკითხი, რა არის საჩქარო, რა არის მეორე და ა.შ.

 ჩვენ მზად ვართ, მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს ჩავიდეთ და ვისაუბროთ დავით გარეჯთან დაკავშირებით.   თუმცა, შეხვედრაზე არამარტო დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსთან დაკავშირებით იქნება საუბარი, არამედ ჰერეთში არსებულ პრობლემებზეც. ჩვენი სასულიერო პირებიდან და ქართული მედია-საშუალებებიდან გვაქვს ინფორმაცია,  რომ მათ ჰერეთში გადასვლაზე ჟურნალისტური საქმინობის შესრულების დროს აქვთ პრობლემები. ასევე, საქართველოს ეკლესია ითხოვს ჰერეთში  ეპარქიას მიენიჭოს სტატუსი. ანუ, საქართველოს ეპარქიამ აზერბაიჯანში მიიღოს იურიდიული პირის სტატუსი“- განაცხადა ვაშაყმაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად