დავით გადელია: ვაჟა გაფრინდაშვილმა არც სასამართლოზე აღიარა, რომ ეს დანაშული იყო! აფერუმ ძმაო,შენს კაცობას!

ამის შესახებ აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

“ის კი არ მიკვირს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს, სრულიად ფხიზელს, პირადყოფიერი დიდი პრობლემების არმქონეს, ამოასხა ერთ დღეს და ეს ნაბიჯი გადადგა; ის უფრო მიკვირს, რომ არცერთ ქართველს, ჩემი ჩათვლით, თუნდაც სიმთვრალეში და თუნდაც რაღაც სულ სხვა ამბავზე გაბრაზებულს, იგივე ნაბიჯი პიროვნულად თავში არ მოსვლია!! … ნუ, საზღვრის აქედან მასხრულ-მასობრივ პერფომანსებს სერიოზულად არც განვიხილავ! არც სასამართლოზე აღიარა, რომ ეს მისი მხრიდან “დანაშაული” იყო- თავადაც უნდოდათ გამოშვება, მაგრამ ვაჟამ -“არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო!” აფერუმ ძმაო შენ კაცობას!”, წერს დავით გადელია.

ცნობისთვის, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, საქართველოს ართროსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქირურგი ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.  ცხინვალის სასამართლომ კი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად