დავით გადელია: ჭკუასუსტობის ყველანაირი ვარიანტი შემხვედრია, მაგრამ ასე უდიაგნოზოდ დადიოდნენ ქუჩაში?!

“დღეს რამოდენიმეჯერ შემხვდა სტატუსი, სადაც ექიმები ლამის ხალხის მტრებად, მატყუარებათ ვართ გამოცხადებული. ამბობენ, რომ ვიგონებთ ამ პანდემიას რაღაც გამორჩენის მიზნით. ” – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“როგორც ფსიქიატრს, ცხადია ჭკუასუსტობის ყველანაირი ვარიანტი შემხვედრია – ბევრად უფრო მძიმე! მაგრამ ასე უდიაგნოზოდ რომ დადიოდეს ქუჩაში ამდენი მენტალური პრობლემის მქონე ადამიანი- ჩემი ასაკის და გამოცდილების მქონე ადამიანისთვისაც საოცარია!

მხოლოდ პარანოიკებისთვის დამახასიათებელი ლოგიკით უკავშირებენ დაავადებას- ექიმებს- მთლიანად პანდემიასთან ბრძოლა- ხელისუფლების რეიტინგი. აქედან გამომდინარე, ხდება ფსიქიური განსვლა – “არ არსებობს ეს დაავადება”! შემდგომში – ყველაფერი ლაგდება! ყველანი მატყუარები და მტრები გამოდიან, ვინც ამ დაავადებასთან კავშირშია…
ამ დროს, კოვიდთან ბრძოლა სულაც არ ნიშნავს ხელისუფლების მხარეს დგომას. ყველას ჩვენ-ჩვენი აზრები და პრეტენზიები გვაქვს – ამაში არც არაფერია საოცარი.

ვინც ამას აკეთებთ პოლიტიკური მიზნით – ვერავითარ დადებით შედეგს ვერ მიიღებთ- ჩვენი პროფესიის ბევრი მომხრე გყავთ და აწყენინებთ.

ამას გარდა….. მთლად ნუ გადარევთ ამ მაღალი სუგესტურობის, ლამის ჰიპნოზურ ტრანსში გადავარდნილ ადამიანებს- მიეცით აზროვნების საშუალება. ისინი ხომ ჩვენი მეგობრები, ნათესავები და მეზობლები არიან!” – წერს დავით გადელია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად