დავით გადელია: ჩვენთან 7 პაციენტია, მათგან ერთი ხვალ ეწერება

ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირქტორმა დავით გადელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენთან 7 პაციენტია, ერთი ხვალ ეწერება. ვინ გამოჯანმრთელდა და გაეწერა, ეს ჩვენ გვიხარია და იმიტომ ვითვლით ხოლმე, თორემ კორონავირუსის ელიმინაცია როგორც გრიპი ისეთია. ვისი შემთხვევაც ფატალურად არ დამთავრდება ყველა გამოჯანმრთელდება. 130-დან 130-ვე გამოჯანმრთელდება.

ჩვენი პაციენტების მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ერთი იყო საშუალო სიმძიმის. ყველა შემთხვევა კარგად მიდის, არ არის მძიმე და იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება. ჩვენთან კრიტიკულ მდგომარეობაში არცერთი არ არის”, – განაცხადა დავით გადელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად