დავით გაბაიძემ პარლამენტში კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით წარადგინა.

„ცვლილება მოიცავს 3 ძირითად ნაწილს. პირველი ეხება ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელს სამეთვალყურეო საბჭოში და ის შესაძლებელია იყოს საჯარო მოხელე, ოღონდ ანაზღაურების გარეშე და მასზე არ გავრცელდება ინტერესთა შეუთავსებლობით დადგენილი წესები. მეორე ცვლილება ეხება საწარმოს ლიკივიდაციისას ამოღებული თანხების განთავსებას საწარმოს ანგარიშზე და მათ გამოყენებას ლიკვიდაციის პროცესში.

მესამე ცვლილება ეხება ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებას თვითონ განსაზღვრონ მათ მიერ შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესი და ამ წესის მისაღებად შესაბამის დარგობრივ სამინისტროებს, აჭარის შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კანონქვემდებარე აქტის მისაღებად განესაზღვრება 2-თვიანი ვადა“, – აცხადებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად