დავით ერემეიშვილი: სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენი სპორტსმენები გაცილებით კომფორტულ გარემოში გააგრძელებენ ვარჯიშს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დარბაზში მიმდინარე სამუშაო პროცესი მოინახულეს. ძიუდოს დარბაზს სრული რეაბილიტაცია უტარდება. შიდა სივრცეში შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი , განათების და წყალგაყვანილობის სისტემა, მოეწყობა თანამედროვე ტიპის საშხაპეები და გასახდელი. გამოიცვლება სახურავი და შეკეთდება ფასადიც.

„ ქუთაისს აქვს უდიდესი სპორტული ტრადიციები. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება სპორტსმენთა ახალ თაობას, რომ რაც შეიძლება კარგი შედეგები ჰქონდეთ. ძიუდოს დარბაზი წლების მანძილზე არ შეკეთებულა და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მძიმე სავარჯიშო პირობები იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ისინი გაცილებით კომფორტულ გარემოში გააგრძელებენ წვრთნას.“ – აცხადებს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

ძიუდოს დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 70769 ლარია და ივნისის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად