დავით ერემეიშვილი: ბევრი სიცოცხლე შეეწირა დამოუკიდებლობის იდეის ხორცშესხმას და დღეს  დამოუკიდებელი საქართველო ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო თანამეგობრობაში

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღე   საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ცოცხალი შესრულებით აღინიშნა.  ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრმა, სოლისტებმა და გუნდის მსახიობებმა სახელმწიფო ჰიმნი და „მრავალჟამიერი“  ბაგრატის ტაძრის ეზოში შეასრულეს.

ცერემონიას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული  ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსახლეობისთვის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 
,,26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული დღესასწაული . სიმბოლურია, რომ ახლა იმ ადგილზე ვართ, ბაგრატის ტაძარში,  რომელიც არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო. მას შემდეგ ბევრჯერ მოვიპოვეთ და დავკარგეთ ნანატრი დამოუკიდებლობა. ბევრი სიცოცხლე შეეწირა დამოუკიდებლობის იდეის ხორცშესხმას და დღეს, დამოუკიდებელი საქართველო ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო თანამეგობრობაში. ერთიან და მშვიდობიან ქვეყანაში გვეცხოვროს!”- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად